დექტონის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი ფერების და სტრუქტურის
მრავალფეროვნებაა. იგი არის ქვა, რომელსაც აქვს კვარცის სიმტკიცე და მარმარილოს
სტრუქტურა, ასევე შევხვდებით ბეტონის და ხის იმიტაციებს.
• პროდუქტი არ შეიცავს პლასტმას ან რაიმე ორგანულ დანამატებს, მისი ქიმიური
შემადგენლობა აბსოლიტურად არაორგანულია, რის გამოც ის არ ათავისუფლებს
ბაქტერიებს და მავნე ნივთიერებებს.
• ულტრაიისფერი სხივების მიმართ რეზისტენტულია, ამიტომ ექსტერიერში ის
ინარჩუნებს პირვანდელ ფერს.
• დექტონი არ იკაწრება -იგი ყველა სხვა პროდუქტთან შედარებით ნაკაწრების მიმართ
ამტანია.
• მისი ზედაპირი არ იწოვს ლაქებს – დექტონის ფოროვნობა 0-ს უტოლდება. ყველაზე
რთული ლაქებიც კი, როგორიცაა : ღვინო, ყავა , მარკერი , ჟანგი , ადვილად შორდება
მის ზედაპირს და ისინი არ ჩადის მის სიღრმეში. საყოფაცხოვრებო ქიმიკატები არ
აზიანებს ზედაპირს.
• დექტონი უძლებს ძალიან მაღალ და ძალიან დაბალ ტემპერატურას-ის არ იწვის!
სამზარეულოს ცხელი ინვენტარი პირდაპირ შეიძლება განთავსდეს მის ზედაპირზე
და ის არ დაზიანდება. გარდა იმისა რომ ის არ იწვის, იგი ასევე უძლებს ყინვას,
ამიტომ მას ხშირად იყენებენ ცივ გარემოში.
• დექტონი ცვეთის მიმართ მედეგია- მისი გამოყენება ამ თვისების წყალობით
შესაძლებელია ხალხმრავალ ადგილებში იატაკზე, დატვირთვის მიუხედავად,
დროთა განმავლობაში მას არ დასჭირდება ხელახალა მოპირკეთება ან კორექცია.
• მისი უპირატესობა არის ასევე მისი ფორმატის სიდიდე და სიმსუბუქე, ეს ქმნის
დამატებით კომფორტს და ზრდის მისი გამოყენების არეალს.
• წყლის მიმართ რეზისტენტულია
Showing all 6 results