კვარცი – ხელოვნური ქვა შედგება ბუნებრივი მარმარილოს, გრანიტის ან კვარცის ნაერთისა და შემავსებლებისაგან, რომელიც კომბინირებულია სპეციალურად თერმულად დამუშავებული პოლიესტერული რეზინით. ხელოვნური ქვის 95% შეადგენს ბუნებრივი ქვა და მხოლოდ მინიმუმს მოიცავს პიგმენტები და დანამატები. ქვის დამუშავების თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით შესაძლებელი ხდება მივაღწიოთ ხელოვნური ქვის ისეთ მექანიკურ და ფიზიკურ მახასიათებლებს, რომელიც ხელოვნურ ქვას ბუნებრივ ქვასთან მიმართებაში გაცილებით დიდი სიმტკიცით გამოარჩერვს.
თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით ბუნებრივი კვარცი და მარმარილო გარდაიქმნება განსაკუთრებით მტკიცე მოსაპირკეთებელ მასალად და გამოიყენება როგორც საცხოვრებელი ასევე კომერციული დანიშნულების შენობანაგებობეში. გამოყენების სფერო მრავალფეროვანია: საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილი, მისაღები, აბაზანა და სამზარეულო.

Showing 1–10 of 37 results